სახალხო დამცველი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების აუცილებლობაზე საუბრობს

საქართველოს სახალხო დამცველი პოლიტიკურ ძალებს შორის მოლაპარაკების აუცილებლობაზე საუბრობს. ქვეყნის მთავარი უფლებადამცველი პოლიტიკოსებს საერთშორისო პარტნიორების რეკომენდაციას ახსენებს, რომლებიც შეთანხმების აუცილებლობაზე სისტემატიურად მიუთითებენ. ნინო ლომჯარიას განცხადებით შეთანხმების მიუღწევლობა ქვეყნის წარმატებაზე უარყოფითად აისახება.

“მთელი საერთაშორისო საზოგადოება საქართველოსგან, მმართველი ძალისგან ელოდება, რომ არჩევნები ჩატარდება იმ საარჩევნო სისტემის საფუძველზე, რასთან დაკავშირებითაც მიღწეული იქნება კონსენსუსი მმართველ ძალასა და ოპოზიციურ გაერთიანებებს შორის. რაღაცა ვერსიაზე, რაზეც ყველა მეტ-ნაკლებად იქნება თანახმა, იმედი მაქვს, რომ ეს მიიღწევა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველასთვის იქნება ძალიან ცუდი, არა მარტო ხელისუფლებისთვის,”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიშეშფოთებული ვართ იდლიბში მომხდარის გამო, თურქეთს მხარდაჭერას ვუცხადებთ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
შემდეგი სტატიაპოლიციამ ქუთაისში „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა