შეშფოთებული ვართ იდლიბში მომხდარის გამო, თურქეთს მხარდაჭერას ვუცხადებთ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია იდლიბის პროვინციაში თურქ ჯარისკაცებზე თავდასხმის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით და მხარდაჭერას უცხადებს თურქეთს, როგორც მის ნატო-ელ მოკავშირეს – ამის შესახებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ჩვენ ჩვენი ნატოელი მოკავშირე თურქეთის გვერდით ვდგავართ და მოვუწოდებთ ასადის რეჟიმს, თურქეთსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ეს ამაზრზენი თავდასხმა,“- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იდლიბში თურქი სამხედროების კოლონაზე სირიის ავიაციის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 33-ს მიაღწია. დაშავებულია 35-ზე მეტი სამხედრო. თავდასხმა თურქულ კოლონაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. მომხდარის საპასუხოდ, თურქეთმა სირიის სამთავრობო პოზიციებზე იერიშის მიტანა დაიწყო.

banner
წინა სტატიაშილიეტუვაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების აუცილებლობაზე საუბრობს