საკადრო ცვლილებები საქართველოს თავდაცვის სამინისტროში

თავდაცვის სამინისტრო მორიგ სკანდალში ეხვევა

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძეგენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია თავდაცვის აკადემიის რექტორად დაინიშნა.  საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას ომარ ბეგოიძე დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაცია  თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძემ გაავრცელა.
“გენერალი ჩაჩიბაია პროფესიონალი გახლავთ და გამოცდილი სამხედრო მოსამსახურე. ის წარუძღვება საპასუხისმგებლო საქმეს. ეს მნიშვნელოვანი ამოცანაა, დიდი ხანია ვფიქრობდით, თუ ვინ შეძლებდა ქვეყნის მომავალი ოფიცრების აღზრდას, რომელზეც შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაეფუძნოს”, – განაცხადა ბესიკ ლოლაძემ.
მისივე ინფორმაციით, ვლადიმერ ჩაჩიბაია საკადრო ცვლილებების შესახებ უკვე საქმის კურსშია.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილმა 2012 წლისთვის მიღწეული ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებაც ვერ შეძლო
შემდეგი სტატიათბილისის მერია რამდენიმე ქუჩის დროებით გადაკეტვის შესახებ განცხადებას ავრცელებს