საინფორმაციო სამსახურში არაკონკურენტუნარიანი თამაშრომლები მუშაობენ

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი, ია ანთაძე აცხადებს, რომ თანამშრომელთა ტესტირების საკითხზე საუბარი ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში იყო. მისი აზრით, თუ საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებიდან 100-ზე მეტი ტესტირებას ვერ გაივლის, სურათი ბევრად უარესია, ვიდრე მას წარმოედგინა.

თანამშრომელთა ატესტაცია ვასილ მაღლაფერიძის მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმაშიც შედის.

„აქ საინფორმაციო სამსახურში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად არაკონკურენტუნარიანები არიან სხვა ტელევიზიის კოლეგებთან შედარებით. როდესაც ჩვენთან იყვნენ პროდიუსერები და ჩვენ მათ ვკითხეთ, რა არის მთავარი პრობლემა თქვენთვის, მათ თქვეს, რომ პირველი პრობლემა არი კვალიფიკაცია,“ – განაცხადა ია ანთაძემ.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, გრიგოლ გოგელია ფიქრობს, რომ ატესტაცია სრულებით მისაღებია, რადგან სამუშაოს პროფესიონალები უნდა ასრულებდნენ. ის აცხადებს, რომ ეს „დასჯითი მექანიზმი არ არის.“

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: მზად ვარ, პირადად შევხვდე ბიძინა ივანიშვილს
შემდეგი სტატია101 მომხრე 10-ის წინააღმდდეგ- მანანა კობახიძე მოსამართლე გახდა