“საია” ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ. არასამთავრობო ორგანიზაცია საქალაქო სასამართლოში შესატან სარჩელზე მუშაობს, რომლითაც იმ დოკუმენტის ბათილად გამოცხადებას ითხოვს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ რამდენიმე დღიანი ლოდინის შემდეგ, ენერგეტიკის სამინისტროსგან მიიღო.

საქმე ეხება საიას მოთხოვნაზე საპასუხო წერილს, გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებასთან დაკავშირებით.

მასში სამინისტრო აცხადებს, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებათ და საიას ურჩევს, გაზის ტრანსპორტირების კომპანიას მიმართოს. ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროებას საია ითხოვს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისგანაც.

„ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ ჩვენ უკვე ვამზადებთ სარჩელს და ვითხოვთ იმ პასუხის ბათილად ცნობას, რომლითაც ჩვენ პრაქტიკულად უარი გვითხრეს ინფორმაციის გაცემაზე. ასევე უახლოეს დღეებში მივმართავთ თავად გაზის ტრანსპორტირების კომპანიას, არა იმიტომ, რომ ენერგეტიკის სამინისტრო მართალი იყო ამ პროცესში, არამედ იმიტომ, რომ ტექნიკურად, სამართლებრივი თვალსაზრისით უკეთესია, თუ ჩვენ ასევე გაზის ტრანსპორტირების კომპანიაშიც შევიტანთ განცხადებას,“ – განაცხადა სულხან სალაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებებს სამ სახელმწიფოში საქართველოს ელჩების დანიშვნის შესახებ
შემდეგი სტატიაშტურმით ავიღებთ ჩვენს სეიფს – “ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეები შენობიდან ნივთების გამოტანას ითხოვენ