შტურმით ავიღებთ ჩვენს სეიფს – “ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეები შენობიდან ნივთების გამოტანას ითხოვენ

ულტიმატუმი მთავრობას – „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეები ხელისუფლებას პირველ საათამდე ვადას აძლევენ, რათა კუთვნილი ნივთების გამოტანის უფლება მისცენ. წინააღმდეგ შემთხვევაში შენობაში შეჭრით და გზის გადაკეტივით და შენობის შტურმით აღებით იმუქრებიან. მოვაჭრეების განცხადების შემდეგ ადგილზე დაცვა გააძლიერეს.

ცოტა ხნის წინ მათთან გამოვიდა შენობის ადმინისტრაციის თანამშრომელი, რომელმაც მოვაჭრეებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მოხდება მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება მას შემდეგ, რაც შენობაში უსაფრთხოების ზომებს გაატარებენ.

ამ წუთებში თბილისის ვიცე მერი ლაშა აბაშიძე, ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ხვდება. აბაშიძე “ბავშვთა სამყაროს” მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მივიდა. მას მედიასთან ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაში“საია” ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს
შემდეგი სტატია„ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეებს თავიანთ დახლებთან ეტაპობრივად შეუშვებენ