საგნებისგან „COVID19“ გადაცემის თეორია უკვე ფაქტიურად ამოგდებულია

გერმანიაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, იაგო ფრანგიშვილმა გერმანელი მეცნიერის, ვირუსულოგ ფედერიკ შტრეკის კორონავირუსზე კვლევას, რევოლუციოური უწოდა. ამის შესახებ მან „ფორმულს“ ეთერში განაცხადა.

ფედერიკ შტრეკმა, ვირუსოლოგმა და პროფესრომა, თავის გუნდთან ერთად კლასტერული კვლევა განახორციელა, კვლევის წინასწარი შედეგების თანახმად, მეცნიერი ამბობს, რომ დაინფიცირების უმეტესობა სუპერმარკეტებს და რესტორნებს არ უკავშირდება. მისივე თქმით, მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო, რომ ვირუსის გადაცემა ზედაპირიდან მოხდა. დაინფიცირების მიზეზი ადამიანებს შორის ხანგრძლივი დროის მანძილზე ახლო კონტაქტი გახდა. იმისთვის, რომ ვირუსის ინფიცირების წყარო კარის სახელური გახდეს, აუცილებელია ადამიანმა ხელზე დაახველოს, შემდეგ მალევე შეეხოს კარის სახელურს და ასევე მალევე ამ კარის სახელურს სხვა ადამიანმა მოკიდოს ხელი, რომელსაც შემდეგ სახესთან და პირთან მიიტანს.

 

https://youtu.be/U1gUyPGVJtM

 

banner
წინა სტატიაშიდადიანის ქუჩა სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა
შემდეგი სტატიაკორონავირუსი დაუდასტურდა ინფიცირებული ექთნის ძმას, რომელიც ეკლესიის მსახურია