საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველო მკაცრად გმობს უკრაინისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას

საქართველო მკაცრად გმობს უკრაინისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას.

„საქართველო მკაცრად გმობს უკრაინისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას. მსგავსი ქმედებები ყოვლად მიუღებელია და ქმნის საფუძველს სიტუაციის შემდგომი ესკალაციისთვის. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

14 იანვარს უკრაინის რამდენიმე სამინისტროს ვებგვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა
შემდეგი სტატია24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 5 053 ადამიანი აიცრა