საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელგიაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს გმობს

bsiuselსაგარეო საქმეთა სამინისტრო ბელგიაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს გმობს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2016 წლის 22 მარტს, ბელგიის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტების სერიას. შეძრწუნებულნი ვართ განხორციელებული ბარბაროსული ქმედების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო და ამ უმძიმეს წუთებში სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ბელგიელ ხალხს და ხელისუფლებას.

საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ტერორისტული თავდასხმა წარმოადგენს სასტიკ დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და მიმართულია მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ტერაქტის შედეგად დაშავებულებს კი უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – წერია უწყების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის განცხადება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ჩემი მეუღლე და ვაჟი ბრიუსელის აეროპორტში იმყოფებოდნენ