საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის განცხადება

briuuusსაქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის განცხადება

ვგმობთ ბრიუსელში დღეს ჩადენილ საზარელ ტერორისტულ აქტებს, რომლებიც იმავდროულად მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. ტერორისტებს არ გააჩნიათ რელიგია, ცივილიზაციური კუთვნილება და საერთოდ ადამიანობა. გააქტიურებული ტერორისტული ეპიდემია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ თუ არ გაერთიანდა მთელი მსოფლიო, ყველა კეთილი ნების ადამიანი, ამ გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ, იგი დამთავრდება კატასტროფული შედეგებით მთელი პლანეტისათვის. საჭიროა, სასწრაფოდ იქნას მიღებული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კონვენცია და შეიქმნას ანტიტერორისტული საერთაშორისო ტრიბუნალი. ისევე, როგორც მისაღებია სხვა ფუნდამენტალური გადაწყვეტილებები პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ, იმიგრაციულ და სხვა საარსებო სფეროებში, საიდანაც სათავეს იღებს ტერორისტული შენაკადები.
სამძიმარს ვუცხადებთ ბელგიის სამეფოს, დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

banner
წინა სტატიაშისუს-ის ინფორმაციით, საქართველოს საზღვრებსა და აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტრო ბელგიაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს გმობს