მიხეილ სააკაშვილი: ჩემი მეუღლე და ვაჟი ბრიუსელის აეროპორტში იმყოფებოდნენ

ჩვენ არც-ერთ შემთხვევაში არსად არ უნდა შევიჭრათ და არავინ არ უნდა დავამხოთ, მაგრამ თუ მოძალადე ხელისუფლებისგან თავდაცვა გახდება საჭირო, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და არ უნდა მივცეთ მას საშუალება, უხეში ძალით მოკლას თავისუფალი სიტყვა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ბრიუსელში მომხდარ აფეთქებებს ეხმაურება:

„ჩემმა მეუღლემ და ვაჟმა რამდენიმე საათი გაატარეს იმ ტერმინალში ბრიუსელის აეროპორტში, რომელიც დღეს დილით ააფეთქეს ტერორისტებმა, ისინი ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე გამოფრინდნენ. როცა მე ამ ტრაგედიის შესახებ წავიკითხე, უკვე ვიცოდი, რომ მათ გამოფრენა მოასწრეს, მაგრამ მაშინვე ვიფიქრე იმ მსხვერპლის ახლობლებსა და ნათესავებზე, რომლებიც ვერ გადარჩნენ. ეს საშინელი ტრაგედიაა და სამწუხაროდ, როგორც ჩანს არ არის უკანასკნელი. ფაქტის კონსტანტაციაა საჭირო, რომ სხვა მიზეზებთან ერთად ეს არის ბიუროკრატიის, სისუსტისა და მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების არცოდნის ბრალი“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტრო ბელგიაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს გმობს
შემდეგი სტატიახატია ბუნიათიშვილი განცხადებას ავრცელებს