საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო საქონლის შენახვა – გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში, პირთა ჯგუფის მიერ, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვა – რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უცხოური წარმოების ჯამში 160 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 416 000 ლარს შეადგენს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე – 200 მუხლის მე – 3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 8 წლამდე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: პრემიერ მინისტრის გამოსვლაში ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, სათანადოდ იყო ხაზგასმული
შემდეგი სტატიაკომაში მყოფი 17 წლის გოგონას ოჯახი ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებს