საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო საქონლის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ქალაქ რუსთავში, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელის რეალიზაციას შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე ახდენდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია უაქციზო სასმელები – BELUGA, HENNESSY, I JEVAN და ARARAT, რომელთა საბაზრო ღირებულება ჯამში 7 000 ლარს აღემატება.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს რუსთავში დაკავებული პოლიციელების საქმეზე კომენტარს აკეთებს
შემდეგი სტატიამარიამ კუბლაშვილი : ხელყუმბარის ამოქმედებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გვაქვს