საგამოძიებო სამსახურმა თანხის მოტყუებით დაუფლების ბრალდებით ერთი მოქალაქე დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ბრალდებით ერთი მოქალაქე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით დაარწმუნა მოქალაქე, რომ 5 000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში უზრუნველყოფდა მის დასაქმებას ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული მოქალაქისგან თანხის (5 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) აღების ფაქტზე დააკავეს“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაში“ბახალას” საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება
შემდეგი სტატიასამგორის ყოფილი გამგებლის მამუკა ჩოქურის ავტომობილი დაიწვა