საგამოძიებო სამსახურმა ოთხი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარისა და გურიის რეგიონებში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა ოთხი პირის მიმართ დაიწყეს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარისა და გურიის რეგიონებში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენლებმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადეს და გაასაღეს მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო სხვადასხვა კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი ყალბი მოწმობები, ისე რომ ფაქტობრივად არ გადაამზადეს მოქალაქეები შესაბამისი სწავლების კურსის ფარგლებში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ რეგულაციების დარღვევის 411 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა