საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის, ერთ-ერთი გამგეობის სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქისთვის დაამზადა და 500 აშშ დოლარად გაასაღა, წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო ყალბი მოწმობა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია წვევამდელის შეუვსებელი მოწმობები, შტამპები და ბეჭდები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

banner
წინა სტატიაშიინფექციურ კლინიკაში მყოფი კორონავირუსის მქონე 14 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია და მკურნალობას ექვემდებარება
შემდეგი სტატიაიტალიაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები რომში იკრიბებიან, საიდანაც მთავრობის დახმარებით სამშობლოში დაბრუნდებიან