საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 4 728 ერთეული კოლოფი „MAC“-ის, „MANCHESTER“-ის, „FLOYD“-ის, „DUBAO“-ს და „OSCAR“-ის დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 20 803 ლარს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ მთელი ამ ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად ჰქონდა მცდელობა, რომ 19 აპრილის შეთანხმებას არ ჰქონოდა მომავალი
შემდეგი სტატიალაგოდეხის მუნიციპალიტეტში 14 წლის მოზარდს ეძებენ