“საერთაშორისო გამჭვირვალობის” ჩილეს განყოფილების ხელმძღვანელი გონსალო დელავო “პანამური დოკუმენტების” გამო გადადგა

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” ჩილეს განყოფილების ხელმძღვანელი გონსალო დელავო  “პანამური დოკუმენტების” გამო გადადგა. ინფორმაცია დელავოს გადადგომის შესახებ სააგენტო Reuters-მა გაავრცელა.

გამომძიებელი-ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის გამოძიებაში ნათქვამია, რომ გონსალო დელავო როგორც იურისტი წარმოადგენდა ბაჰამის კუნძულებში დარეგისტრირებულ ხუთ ოფშორულ კომპანიას. ამას გარდა, ის არის კომპანია Turnbrook Mining-ის დირექტორი. აღნიშნული კომპანა სანტიაგოში ახორციელებს პროექტს.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” 1993 წელს გერმანიაში დაფუძნბული ორგანიზაციაა, რომელიც კორუფციის საკითხებზე მუშაობს.

banner
წინა სტატიაშიინდოეთში ინდუისტურ ტაძარში გაჩენილ ხანძარს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიადევიდ მეკერონმა საკუთარი გადასახადების შესახებ მონაცემები გაასაჯაროვა