დევიდ მეკერონმა საკუთარი გადასახადების შესახებ მონაცემები გაასაჯაროვა

დევიდ მეკერონმა საკუთარი გადასახადების შესახებ მონაცემები გაასაჯაროვა

4ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა საკუთარ შემოსავლებსა და გადასახადებზე მონაცემები გაასაჯაროვა. 2014-2015 წლებში ბრიტანეთის მინსიტრთა კაბინეტის მეთაურის შემოსავალმა 200 307 ფუნტი სტერლინგი შეადგინა (282,9 ათასი დოლარი), საიდანაც მან 75 898 ფუნტი გადასახადებში გადაიხადა.
საკუთარი სამთავრობო ხელფასის გარდა (140 552 ფუნტი სტერლინგი), კემერონმა მიიღო 46 899 ფუნტი, რომელიც ლონდონის ნოტინგ-ჰილის რაიონში სახლის გაყიდვიდან წილად ერგო (50%).

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ადრე კემერონმა კონსერვატიული პარტიიდან 9834 ფუნტი მიიღო, ასევე – 3052 ფუნტი ერთ-ერთ ბრიტანულ ბანკში დაგროვილი პროცენტებიდან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პრემიერის გადადგომის მოთხოვნით ლონდონში აქცია გაიმართა, რომლის შემდეგაც კემერონმა საკუთარი გადასახადების და შემოსავლების გასაჯაროვებას დაპირდა ხალხს.

ყველაფერი ე.წ. “პანამური დოკუმენტის” გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო, სადაც ნახსენები იყო, რომ აწ გარდაცვლილი კემერონის მამა ოფშორულ ზონაში კომპანიას ფლობდა, რომლის მეწილეც კემერონი იყო.

banner
წინა სტატიაში“საერთაშორისო გამჭვირვალობის” ჩილეს განყოფილების ხელმძღვანელი გონსალო დელავო “პანამური დოკუმენტების” გამო გადადგა
შემდეგი სტატია(video)რუსმა მსმენელმა „მგზავრების“ კონცერტზე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო