ადვოკატი – ვინც გუშინ ჟურნალისტებზე იძალადა, ნებისმიერი მათგანის დაცვაზე უარს ვაცხადებ

ადვოკატი გიორგი ფანცულაია Facebook-ზე წერს, რომ უარს აცხადებს იმ ადამიანების დაცვაზე, რომლებმაც გუშინ, 5 ივლისს ჰომოფობიურ და ძალადობრივი ჯგუფების აქციაზე ჟურნალისტებზე იძალადეს.

ფანცულაია ასევე აღნიშნავს, რომ უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს იმ ჟურნალისტებს, რომლებიც აქციაზე დაზარალდნენ.

“მოკლედ.ვინც გუშინ ჟურნალისტებზე იძალადა პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს და ამ ქმედებაში ბრალს დასდებენ, საჯაროდ ვაცხადებ, ნებისმიერი მათგანის დაცვაზე უარს! რა ჰონორარიც არ უნდა შემომთავაზონ!…

საპასუხოდ მზად ვარ უფასო იურიდიული დამხარება გავუწიო ნებისმიერ დაზარალებულ ჟურნალისტს!

წერტილი”,- წერს გიორგი ფანცულაია.

banner
წინა სტატიაში„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მზადაა, სამართლებრივი დახმარება გაუწიოს 5 ივლისს დაზარალებულ მედიის წარმომადგენლებს
შემდეგი სტატიააქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება