„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ პრორუსული პროპაგანდის აკრძალვას ითხოვს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პრორუსული, ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის წიინააღმდეგ პარლამენტში საკანონდებლო ცვლილებათა პაკეტს წარადგენს. როგორც ეკა გიგაურმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ცვლილებათა პაკეტის ძირითადი მიზანია აიკრძალოს წინასაარჩევნო აგიტაცია, მათ შორის რეკლამის გადაცემა, რომელიც შეიცავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობის, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დარღვევის ან ოკუპაციის ლეგიტიმაციის საფრთხეს.

„მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში დარეგულირდეს კანონმდებლობით პრორუსული პროპაგანდა, რომელიც შეიძლება აწარმოონ პოლიტიკურმა პარტიებმა. დღეს ჩვენს კანონმდებლობაში ეს ყველაფერი შესაბამისად რეგულირებული არ არის და ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია განათავსოს რეკლამა, რომლის მიზანი შეიძლება იყოს, მაგალითად საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ჯარების ლეგალიზაცია. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, როდესაც რამდენიმე თვეში არის თვითმმართვრლობის არჩევნები და მნიშვნელოვანია ეს ხარვეზი გამოსწორდეს“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

ორგანიზაში ამბობენ, რომ აღნიშნული ცვლილებებით რეკლამის შინაარსის შემოწმება მაუწყებლის ვალდებულება არ ხდება და თუკი ეთერში გავა ასეთი რეკლამა, პასუხს აგებს მხოლოდ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც დაამზადა ეს რეკლამა და ეწევა ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას. ცვლილებიათა პაკეთის მიხედვით, ცესკო-ს ექნება დაჯარიმების ბერკეტი, რომ პარტიას დააკისროს 2000 ლარის ოდენობის ჯარიმა. საბოლოოდ კი სასამართლო მიიღებს გადაწყევიტებას და ამის შემდეგ მაუწყებელს ექნება ვალდებულება, ეთერიდან მოხსნას რეკლამა

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული საკანონდებლო წინადადებების თანახმად, ცვლილება შედის რამდენიმე კანონში. ესენია: კანონი „მაუწყებლის შესახებ“, საარჩევნო კოდექსი“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონები.

banner
წინა სტატიაშიკვირიკაშვილი: ლავროვი შეგნებულად სტუმრობს ოკუპირებულ ტერიტორიებს
შემდეგი სტატიასამი პირის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა