“სადღაც მაინც არსებობს სამართალი“ – მიშველაძის კომენტარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე

ეკა მიშველაძე - პრეზიდენტი არის ქვეყანაში ინსტიტუციების დაცვის გარანტი

თბილისის საქალაქო სასმართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტის ეკა მიშველაძის სარჩელი დააკმაყოფილა და მაუწყებლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტი არხიდან გათავისუფლდა, ბათილად ცნო. საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკა მიშველაძის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 30 000 ლარის გადახდა დაეკისრა. ჟურნალისტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება არის სწორი:

„გადაწყეტილება კი ნაწილობრივ დააკმაყოფილა სასამართლომ, მაგრამ მთავარი ამ ყველაფერში არის ის, რომ სასამართლომ აღიარა – ჩემი გათავისუფლება მოხდა უკანონოდ. რაც შეეხება დანარჩენ მოთხოვნებს, ეს მეორეხარისხოვანია. ეს არის ძალიან კარგი და სწორი გადაწყვეტილება. ეს იმას ნიშნავს, რომ სადღაც მაინც არსებობს სამართალი“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ 2016 წლის თებერვალში გაათავისუფლეს, რის შემდგომაც, ჟურნალისტმა სასამართლოს მიმართა.

banner
წინა სტატიაშიეკა მიშველაძის საზმაუდან გათავისუფლება სასამართლომ ბათილად ცნო
შემდეგი სტატიამამა მიქაელ ბოტკოველი მის და ორი სასულიერო პირის დაკითხვას ადასტურებს