სადახლოში მოლდოვას მოქალაქე დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ვლადიმირ ც., დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სადახლოში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 13,8 გრ ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი 46 კაფსულა ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 263-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

banner
წინა სტატიაშიყალბი საკრედიტო ბარათების დამზადებისთვის 2 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კორეამ “თავის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ატომური ბომბი გამოსცადა”