საცვლებში დამალული 90 000 დოლარი – ბირმის აეროპორტში 2 ქართველი დააკავეს

საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს ბირმაში, როდესაც ისინი მოპარული 90 000 დოლარის ოდენობის თანხის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანას აპირებდნენ.
ამის შესახებ განცხადება ბირმის (მაინამარი) ყველაზე დიდი ქალაქის იანგონის პოლიციის დეპარტამენტის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზეა განთავსებული, წერს რადიო თავისუფლება. პოლიციის ცნობით ისინი ქალაქის აეროპორტში დააკავეს და მოპარული თანხა საცვლებში აღმოუჩინეს.

პოლიცია ეჭვობს, რომ მათ ფული 21 აპრილს მოიპარეს, როდესაც ვალუტის გადამცვლელი ფირმის ოფისში, მომუშავე თანამშრომელი აიძულეს, თანხის გადახურდავების მოტივით, მათთვის აღნიშნული თანხა გადაეცა და სანაცვლო თანხა არ დაუბრუნეს.

სამართალდამცავთა ცნობით, 51 წლის მალხაზ ნარმანია და 64 წლის რევაზ ჯანჯღავა ბირმაში ტურისტული ვიზებით იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ჩეჩნეთის მკვიდრს თავშესაფარზე უარი უთხრეს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე ირანიდან გაზის შესყიდვას არარეალისტურს უწოდებს