საქართველოში ჩეჩნეთის მკვიდრს თავშესაფარზე უარი უთხრეს

თბილისის სასამართლომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა და ჩეჩენ ტუსმო აბდურახმანოვს თავშესაფარზე უარი უთხრა. სამინისტრომ გადაწყვეტილება გასული წლის 31 ოქტომბერს მიიღო იმ მოტივაციით, რომ “არსებობს სერიოზული საფუძველი იმისი, რომ აბდურახმანოვის ქვეყანაში ყოფნა, სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე, მის (საქართველოს-რედ) ინტერესებს ეწინააღმდეგება”.

ტუსმო აბდურახმანოვს ჩეჩნეთის ძალოვან სტრუქტურებთან პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მან ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის კორტეჟს გზა არ დაუთმო.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) უკრაინელ მინისტრს საპატრიარქოში “Океан Эльзы”-ს სიმღერებით დახვდნენ
შემდეგი სტატიასაცვლებში დამალული 90 000 დოლარი – ბირმის აეროპორტში 2 ქართველი დააკავეს