რომან გოცირიძე ირანიდან გაზის შესყიდვას არარეალისტურს უწოდებს

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, პარლამენტარი რომან გოცირიძე ირანიდან გაზის შესყიდვას არარეალისტურს უწოდებს.
„თაიმერთან“ ექსკლუზიურ საუბარში მან აღნიშნა, რომ ირანიდან გაზის ტრანსპორტირების შესაძლებლობა არ არსებობს. „შეიძლება მხოლოდ ჩანაცვლება. მაგალითად, ირანი მიაწვდის გაზს სომხეთში რუსულ („გაზპრომის“) თბოელექტროსადგურს და ეს უკანასკნელი ჩვენ. ეს არ შედის საქართველოს ინტერესებში. ირანიდან შეიძლება თხევადი გაზის იმპორტი გაზგასამართი სადგურებისთვის. კონკრეტულად რის შესახებაა საუბარი საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა ახსნას” – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, დღეს გაავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო ერთი თვის განმავლობაში ირანიდან გაზის იმპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას გააფორმებს. ინფორმაცია ეყრდნობა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის გოლამრეზ ბაგერ მოგადამის განცხადებას. ენერგეტიკის პრესსამსახურის წარმომადგენელმა „თაიმერს“ განუცხადა, რომ „სამინსტროს არ გაუფორმებია შესაბამისი ხელშეკრულება ირანთან. გაზის ტრანსპორტირების კომპანია კი სახელმწიფო ორგანიზაციაა და სახელმწიფოს თანხმობის გარეშე ვერ შესძლებს გაზის შემოტანას“.

banner
წინა სტატიაშისაცვლებში დამალული 90 000 დოლარი – ბირმის აეროპორტში 2 ქართველი დააკავეს
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო ცვლილებებს კომისიის 43-მა წევრმა დაუჭირა მხარი