საცობების გამო თბილისში ავტობუსები დაგვიანებით გადაადგილდებიან

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ავტობუსების დაგვიანებით გადაადგილებას საცობებით ხსნიან.

დედაქალაქის მცხოვრებლების ნაწილის ინფორმაციით, ავტობუსს გაჩერებებზე 40 წუთი -1 საათის განმავლობაში ელოდებიან. „17:20 საათიდან ველოდებოდი რუსთაველის გამზირზე 33 ნომერ ავტობუსს. დაახლოებით, 50-წუთიანი ლოდინის შემდეგ, იძულებული გავხდი ტაქსით მესარგებლა“, – განუცხადეს მოქალაქეებმა

„მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორაზე არის საცობი, რის გამოც, კონკრეტულად 33 ნომერი ავტობუსი ვერ ახერხებს ბარათაშვილის ხიდამდე გადაადგილებას და უკან დაბრუნებას. რამდენიმე ავტობუსში საცობშია. ავტობუსების რაოდენობა კონკრეტულ ხაზზე შემცირებული არ გვაქვს, ასევე არც ერთი ავტობუსი დაზიანებული და გაჩერებული არ არის“, – განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპნიაში.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფერხებით მუშაობის გამო „ინტერპრესნიუსს“ რამდენიმე მოქალაქემ მიმართა.

banner
წინა სტატიაშითამარ ჟვანიამ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შუალედური ანგარიში წარუდგინა
შემდეგი სტატია“უსუფაშვილი ვარაუდობს და მისი ვარაუდი მისი არის” – სალომე ზურაბიშვილი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობას ვერ ხედავს