„საჩხერის მოდელი“, ანუ „ბიძინბურგის“ პოლიტიკური ტერორის ქრონიკები

„საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, როგორი საქართველო გვინდა დავინახოთ უახლოეს პერიოდში და ამაში ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი წვლილია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საჩხერეში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, პაატა კვიჟნაძის წარდგენისას განაცხადა. ძნელი სათქმელია, ბატონი გახარია „საჩხერის მოდელში“ რას გულისხმობდა, მაგრამ ფაქტია: საჩხერე უკვე მოდელია, ოღონდ მოდელი წარმატებული საქართველოსი კი არა, არამედ, პოლიტიკური დევნის, შევიწროებისა ადგილობრივი ფეოდალების აღზევების მოდელი! დიახ, საჩხერე ჩვეულებრივი „ბიძინბურგია“, სადაც ყველაფერს ყიდიან, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს უსმენენ და უთვალთვალებენ, სადაც არასასურველი ადამიანების, ესე იგი, მათი დაშინება-დაშანტაჟება, ვინც „ოცნებას“ მხარს არ უჭერს, ჩვეულებრივი მოვლენაა და სადაც პოლიტიკური პარტიის ადგილობრივ ლიდერებსა და აქტივისტებზე ისე ნადირობენ, როგორც შუა საუკუნეების ფეოდალები კურდღლებსა და სხვა ცხოველებზე ნადირობდნენ ხოლმე! დიახ, საჩხერე, უფრო სწორად, „ბიძინბურგი“ არის მოდელი, სადაც მოსახლეობას თვალს გაყალბებული რეალობით უხვევენ და საიდანაც ადამიანები გაქცევას ცდილობენ. ცდილობენ იმიტომ, რომ ამ გაყალბებულ რეალობას ვერ ეგუებიან და თუ ხმას ამოიღებენ, მაშინ საშინელი ტერორის ქვეშ აღმოჩნდებიან.ცხოვრობს

martvili-ocneba-zeimiაი, მაგალითად, ადამიანი, რომელიც „თაიმერს“ დაუკავშირდა, იმის შიშით, რომ მისი იდენტიფიცირება მოხდება, ვინაობას კატეგორიულად არ ამხელს, მაგრამ გვიყვება, რომ „ბიძინბურგში“ ცხოვრება ჩვეულებრივ საკონცენტრაციო ბანაკში ცხოვრებას ჰგავს, რადგან რიგით მოქალაქეებზე არავინ ფიქრობს. სამაგიეროდ, „ოცნების“ წევრებს, მათ  ახლობელ და ასევე, „ოცნებასთან“ დაახლოებულ ადამიანებს ცა ქუდად არ მიაჩნიათ, დედამიწა – ქალამნად და იმას აკეთებენ, რაც მოეპრიანებათ.

ჩვენი რესპონდენტი იმასაც გვეუბნება, რომ „ბიძინბურგში“ განსაკუთრებით გაუსაძლისი ვითარება საარჩევნო პერიოდშია, რაც იმას ნიშნავს, რომ „ოცნების“ ბოქაულები კარდაკარ დადიან და ყველას აიძულებენ, რომ ხმა მმართველ პარტიას მისცენ. ამ მხრივ განსაკუთრებით წნეხის ქვეშ ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი ოფისების ლიდერები და რიგითი წევრები არიან.

„ჩვენი თითოეული ნაბიჯი კონტროლდება. ტელეფონზე მოსმენას ვინ ჩივის, ლამის საპირფარეშოში შესვლის დროსაც კი გვითვალთვალებენ“, – ყვება ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც იძულებულია, ამ ტერორს თავი რომ დააღწიოს, საქართველო დატოვოს.

 „ქართული ოცნების“ საჩხერელი ზონდერები ამბობენ, საჩხერე ბიძინას სამშობლოა და აქ  ოპოზიციური პარტიების წარმომადგნელებს არ გაგახარებთო. აქ ხალხი შიშის, ზეწოლის ქვეშ ცხოვრობს და შველა სჭირდება,“ – გვიყვება ჩვენი ინკოგნიტო რესპონდენტი, რომელიც ასევე, ამბობს, რომ „ბიძინბურგის დიქტატურის“ შესახებ საქმის კურსში აუცილებლად ჩააყენებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანზიაციებს და ამასთან, იმასაც შეეცდება, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდეს.

„თუმცა, ყველაფერი ეს ისე უნდა გავაკეთო, რომ „ოცნების“ ზონდერები ვერაფერს მიხვდნენ, თორემ თუ მიხვდნენ, მაშინ შურს მხოლოდ ჩემზე კი არა, ჩემი ოჯახის წევრებსა და ახლობლებზეც იძიებენ. ჩემს თავს არ ვჩივი, რადგან ეს ნაბიჯი შეგნებულად გადავდგი და ოპოზიციურ პარტიაში გავწევრიანდი, მაგრამ ჩემს ახლობლებზე ვნერვიულობ. მათ, ჩემი არ იყოს, არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ ჩვენ ისეთ დამპალ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, რომ აქ განსხვავებული აზრის გამო ადამიანი სიკვდილისთვისაც მზად უნდა იყოს!“ – ამბობს „ბიძინბურგის“ მკვიდრი ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც დარწმუნებულია, რომ 31 ოქტომბერს, საჩხერეში ძალოვანი უწყბებისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მასობრივი მობილიზება იქნება გამოცხადებული.

გინდ პლასტელინა ვეძახოთ და გინდ ხათრა-გიორგა, ფაქტია - საქართველოს პრეზიდენტს დოლარში ფული არა აქვს შენახული, არც ერთი ბანკის არც ერთ ანგარიშზე. ყოველშემთხვევაში, დეკლარაციაში ასეა მითითებული.„ზუსტად ვიცი, რომ გაცემულია სპეციალური დავალება, რადაც უნდა დაუჯდეს, „ოცნებამ“ საჩხერეში არჩევნები უნდა მოიგოს. არადა, სიმართლე ისაა, რომ საჩხერეში „ოცნებას“, ასევე, ივანიშვილს მხარდამჭერი ძალიან ცოტა ჰყავს, მაგრამ ამ რეალობისთვის თვალის გასწორება „ოცნებას“ არ უნდა და ბიძინას რომ ასიამოვნოს, უკან არაფერზე იხევს,“ – ყვება ჩვენი რესპოდენტი, რომელიც აქვე დასძენს, რომ საჩხერეში კორუფცია ზენიტშია და სახელმწიფო მოხელეები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ხარჯავენ.

„თაიმერი“ საჩხერეში, ანუ „ბიძინბურგში“ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს თვალს მიადევნებს და ადგილობრივ ტერორზე უფრო ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

banner
წინა სტატიაშიგახარია: ნათელია და ყველა კარგად ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი დედაქალაქი თბილისი მშვენიერდება
შემდეგი სტატიაარჩევნებს ეუთოს 28 წარმომადგენელი დააკვირდება