არჩევნებს ეუთოს 28 წარმომადგენელი დააკვირდება

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნებზე 28 კაციან სადამკვირვებლო მისიას გამოგზავნის. დელეგაციას ალბანელი კანონმდებელი ილონა გიებრია ჰოქსა უხელმძღვანელებს.

“ჩვენი პარლამენტარები, როგორც დამკვირვებლები, საკუთარი ქვეყნების საარჩევნო პროცესში ძლიერ გამოცდილები არიან, ისევე როგორც ეუთოს მთელს რეგიონში, რაც საშუალებას გვაძლევს, არჩევნების შესახებ მიუკერძოებელი დასკვნები დავდოთ”, – ამბობს ჰოქსა, – “ჩვენ ვაფასებთ მოცემულ შესაძლებლობას, პანდემიის მიუხედავად ჩავიდეთ საქართველოში და დავაკვირდეთ არჩევნებს”.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ევროპის საპარლამენტო საბჭოს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეების წარმომადგენლებთან.

დელეგაციის წრამომადგენლები სადამკვირვებლო მისიის შედეგებს, ისევე როგორც საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით დასკვნებს არჩევნების მეორე დღეს, 1 ნოემბერს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგენენ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო არჩევნებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებიც დააკვირდებიან.

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

fb

banner
წინა სტატიაში„საჩხერის მოდელი“, ანუ „ბიძინბურგის“ პოლიტიკური ტერორის ქრონიკები
შემდეგი სტატიაარჩევნებამდე სამი დღით ადრე, “მთავარი არხი” ფრანგული კომპანია IPSOS-ის ახალი, რიგით მეოთხე კვლევის შედეგებს ასაჯაროებს