საჩხერის გამგეობაში შპს “საჩხერის დასუფთავების სამსახურის” თანამშრომლები შიმშილობენ

35-ამდე ადამიანი შიმშილობს საჩხერის გამგეობაში. შპს “საჩხერის დასუფთავების სამსახურის” თანამშრომლები ამ ფორმით სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, დასუფთავების სამსახურმა ტენდერში თავდაპირველად გაიმარჯვა, შემდეგ კი კომისიამ მათ დისკვალიფიკაცია მისცა.

“გამოცხადდა ნაგვის გატანაზე ტენდერი და მოვიგეთ ეს ტენდერი. ტენდერში, ასევე მონაწილეობდა მეორე მხარეც და მანაც მოიგო ტენდერი. საბოლოოდ, საბუთების მიხედვით, რომელიც ორივე კომპანიას წარდგენილ გვქონდა, გამგეობამ უპირატესობა ჩვენ არ მოგვანიჭა. ორი დღის წინ სხდომა გიმართა გამგეობაში, სადაც გავიგეთ, რომ ჩვენ დავიბლოკეთ. მაინტერესებს, ვისი ინტერესები იკვეთება ამ საქმეში”, – განაცხადა დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელმა, მარინა სირაძემ.

ამასთან, როგორც საჩხერის გამგებლის მოადგილე ელგიზ ქიმაძე განმარტავს, გადაწყვეტილება კომისიის მიერ არის მიღებული და შპს-ს შეუძლია, საჩივრით შესყიდვების სამსახურს მიმართოს.

წყარო:2030

banner
წინა სტატიაშიკომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2,86 ლარს აღწევს
შემდეგი სტატიამაია რჩეულიშვილის ჯანრთელობის მძიმე მდგომარეობა და ფოტო საავადმყოფოდან