საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობებზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

თბილისსა და ქუთაისში პარლამენტის შენობებზე სახელმწიფო დროშა ერთდროულად დაეშვა.

საქართელოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

ყოველი წლის 25 თებერვალს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.

დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტაბახმელაში იუნკერთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა.

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

banner
წინა სტატიაში„თაიმერი“ უსამძიმრებს მაია ასათიანს შვილის გარდაცვალების გამო
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტრომ ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, დროშები დაუშვა