საბჭოს მივმართავთ წინადადებით, თებერვლიდან უსიმპტომო პირების ტესტირება შევაჩეროთ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მიმართავენ წინადადებით, თებერვლიდან, დროებით, უსიმპტომო პირების ტესტირება შეჩერდეს.

მისი თქმით, “ომიკრონის” ცირკულაცია ისეთი დონისაა, რომ სიმპტომების შემთხვევაში უმჯობესია ყველა იზოლაციაში თავად გადავიდეს.

“მივმართავ მოსახლეობას და ვთხოვ, უსიმპტომო ადამიანების ამ ეტაპზე ტესტირებას და კონტაქტებს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ნუ გადავტვირთავ ამით ლაბორატორიებს. იცით როგორი რიგებია ლაბორატორიებთან მიმართებაში, აქედან გამომდინარე, უსიმპტომო ადამიანი, თუ ის არის კონტაქტირებული 8 დღე უნდა ბრძანდებოდეთ სახლში.

საბჭოზე დღეს შევედით წინადადებით, რომ პირველი თებერვლიდან, დროებით, უსიმპტომო, გარდა სამედიცინო პერსონალისა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება შევაჩეროთ გარკვეული პერიოდი”, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, სურთ ძირითადად სიმპტომებიანი ადამიანების ტესტირებაზე გადაერთონ, როგორც სწრაფი ისე PCR ტესტებით.

banner
წინა სტატიაშიესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდა ჩემი მეგობარი და მაგან გამოიწვია პოლიციელში აგრესია – ნაცემი მოზარდის მეგობარი
შემდეგი სტატიანაძალადევის რაიონს კიდევ სამი განახლებული სპორტული მოედანი შეემატა