საბავშვო მუსიკალური/საბალეტო სპექტაკლების/წარმოდგენების ხელშეწყობის მიზნით კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსი „საბავშვო მუსიკალური/საბალეტო სპექტაკლების/წარმოდგენების სადადგმო და სხვა ხარჯით ხელშეწყობა“ გამოაცხადა.

მოცემულია კონკურსი წელს პირველად იმართება და მისი ბიუჯეტია 100 000 ლარი. კონკურსის მიზანია ქართული საბავშვო მუსიკის შექმნის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია; საბავშვო მუსიკალური და საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაცია;
ბავშვთა შემოქმედებით პროცესში ჩართულობის გაძლიერება, მათი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; ქართული სამუსიკო, თეატრალური და ქორეოგრაფიული სამყაროსათვის მომავალი პროფესიული კადრების მომზადება.

საკონკურსოდ მიიღება პროექტები საბავშვო მუსიკალური/ქორეოგრაფიული სპექტაკლების/წარმოდგენების/მიუზიკლების სადადგმო და სხვა ხარჯების დასაფინანსებლად (გარდა უცხოეთში გასტროლისა).

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (მოქმედ ნებისმიერ თეატრს ან ორგანიზაციას, რომელიც ეწევა საბავშვო მუსიკალური/საბალეტო თეატრალურ საქმიანობას. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია
მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.

კონკურსში უპირატესობა შესაძლოა მიენიჭოს პროექტს:

ა) რომელშიც გამოყენებულია ქართველი კომპოზიტორის მიერ შექმნილი მუსიკა;

ბ) რომლისთვისაც საგანგებოდ შეიქმნა მუსიკა ქართველი კომპოზიტორის მიერ;

გ) რომელსაც აქვს თანადაფინანსება.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 1 ივნისიდან 2022 წლის 10 ივნისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge
ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციები შესაძლებელია შემდეგ ნომერზე: 599 25 21 88 (სამუშაო საათებში).

ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 28 ივნისისა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის ბრძანებით N7864 „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების
ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ დამტკიცებული დაფინანსების წესი, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

��
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh

��
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau

��
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/MJhX6JC

banner
წინა სტატიაშიკულტურის სამინისტრომ ბავშვებს შორის კვლევის ჩასატარებლად წიგნთან მათი დამოკიდებულებების გამოვლენის მიზნით ტენდერი გამოაცხადა
შემდეგი სტატია„ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრის დემონიზება, თუნდაც ქვეყნის მომავლის ხარჯზე.“ – გიგა ბოკერია