საბავშვო ბაღების 5 000-ზე მეტი თანამშრომელი ვაქცინირებულია – განახლდება, თუ არა სააღმზრდელო პროცესი

თბილისის მერმა ჯერ არ იცის განახლდება თუ არა საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი. როგორც ის ამბობს, გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს. გარდა ამისა, კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში, საჯარო ბაღების თანამშრომლებიდან, ვაქცინირებულია 5 000-ზე მეტი პირი.

შეგახსენებთ, ასევე უცნობია განახლდება თუ არა 15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში. ჯანდაცვაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღებენ.

banner
წინა სტატიაშიკუჭავა – ჩვენ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ იმ შედეგებიდან გამომდინარე, რასაც მივაღწიეთ
შემდეგი სტატიასაპროტესტო აქცია ქობულეთში – მერიის შენობაში კერძო სასტუმროების მეპატრონეები შეიკრიბნენ