საარჩევნო სიებთან დაკავშირებით სერვისების განვითარების სააგენტომ არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე შუალედური ანგარიში წარადგინა. ორგანიზაციის განმარტებით, ამ ეტაპისთვის ის პრობლემები, რომელიც სიებთან დაკავშირებით იყო თითქმის მოგვარებულია, თუმცა ჯერ კიდევ ზუსტდება სხვადასხვა მონაცემები.
სააგენტომ საარჩევნო სიების საბოლოო ვარიანტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 მაისს უნდა წარუდგინოს. სიებთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვთ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.