“საარჩევნო სიასთან დაკავშირებით ივანიშვილმა მოგვატყუა”

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობაში. ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას საარჩევნო სიების ხელოვნურად გაზრდასა და არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. მან მთავრობას ამომრჩეველთა სიის რეფორმირების შესახებ რამდენიმე წლის წინ დადებული პირობაც შეახსენა.

“ორი არჩევნები ძველი სიით უკვე ჩატარდა, ახლა აპირებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს იმ სიით სადაც 3 მილიონ 500 ათასი ამომრჩეველია. ყველამ იცის საქართველოში, რომ 3 მილიონ 500 ათასი საქართველოში მოსახლეც კი არ არის. დღეს სრულიად ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მოგვატყუა უკვე საარჩევნო სიასთან დაკავშირებით და სრულიად ნათელია, რომ დაახლოებით 700 ათასი ხმით მანიპულირებას აპირებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, ეს კი ნამდვილად ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაში„ყველაზე მნიშვნელოვანია დროულად განისაზღვროს არჩევნების თარიღი” – გიგი წერეთელი
შემდეგი სტატია“პოლიტიკურ პარტიებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსია”