„ყველაზე მნიშვნელოვანია დროულად განისაზღვროს არჩევნების თარიღი” – გიგი წერეთელი

ცესკომ უკვე დაიწყო ამომრჩეველთა სიების გადამოწმება. როგორც ცნობილია, პროცესი დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ამომრჩეველთა სიები იუსტიციის სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაუგზავნა, ოპოზიცია კი ამ სიით უკმაყოფილოა. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ არანაირი ხარვეზი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით არ იქნება და ისინი პრობლემებს ვერ ხედავენ იმ სიაში, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ ცესკოს გადაუგზავნა

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ სიის დასაზუსტებლად გადადგმული ნაბიჯები გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად საკმარისი არ იყო.

„ყველაზე მნიშვნელოვანია დროულად განისაზღვროს არჩევნების თარიღი, იმისათვის, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო სექტორს და თავად ცესკოს ქონდეს დრო, მაქსიმალურად დაზუსტდეს, გადამოწმდეს სიები,“ – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიგი წერეთელი.

banner
წინა სტატიაში“2002-დან 2013 წლამდე, საქართველოს მოსახლეობა 15 პროცენტით შემცირდა”
შემდეგი სტატია“საარჩევნო სიასთან დაკავშირებით ივანიშვილმა მოგვატყუა”