“პოლიტიკურ პარტიებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსია”

ცესკო-ს წინასწარი ინფორმაციით, 64-დან უკვე დათვლილია 37 უბნის მონაცემები

ცესკომ უკვე დაიწყო ამომრჩეველთა სიების გადამოწმება. როგორც ცნობილია, პროცესი დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

როგორც ცესკოში განმარტავენ, აუცილებელია, ჯერ ამ სიის კომპიუტერულად დამუშავება მოხდეს, რის შემდეგაც სია გადაეგზავნებათ საოლქო საარჩევნო კომისიებს, შემდეგ საუბნო კომისიებს, ამის შემდეგ უკვე მოხდება უკვე სიის სრულყოფილად ფორმირება.

“ცესკო, კანონმდებლობის მიხედვით, პასუხისმგებელია ამომრჩეველთა სიის ფორმირებაზე, დამუშავებასა და მის უბნებად დაყოფაზე. ის, რა პერიოდიც ჭირდება საარჩევნო ადმინისტრაციას სიების ფორმირების საკითხში, ვინაიდან, ეს არის კომპლექსური და სხვადასხვა ეტაპებს მოიცავს, დაახლოებით სამი კვირა საჭირო იქნება ამ ეტაპისათვის. პოლიტიკურ პარტიებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსია, მათ შორის ფოტო სურათებით და თავად გადაამოწმონ ამომრჩეველთა სიის სისწორე,“ – განმარტა ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაში“საარჩევნო სიასთან დაკავშირებით ივანიშვილმა მოგვატყუა”
შემდეგი სტატია“სერვისების განვითარების სააგენტო” საარჩევნო სიებში ცდომილების მიზეზებს განმარტავს