საარჩევნო პლაკატების განთავსების ობიექტები განისაზღვრა

დედაქალაქის მთავრობამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების განთავსების ობიექტები განსაზღვრა.

წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით და მისი ორგანიზაციული მხარდაჭერის მიზნით, დედაქალაქის მთავრობამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები განსაზღვრა.

თბილისში სააგიტაციო პლაკატების განსათავსებლად გამოყოფილი ობიექტების შესახებ ინფორმაცია დედაქალაქის მერიამ დღეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საკრებულოს წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №16-38 დადგენილებით განსაზღვრულია იმ ტერიტორიების, ნაგებობებისა და ობიექტების ჩამონათვალი, სადაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა. ასევე, დადგენილია პლაკატების განთავსების წესები.

დადგენილებით განსაზღვრული წესების დამრღვევ პირს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება.

banner
წინა სტატიაში“ქვეყანას შენგან სჭირდება, დახარჯო მცირე დრო, რომ შემდგომ შედგეს დემოკრატიული სახელმწიფო”
შემდეგი სტატიასაარჩევნო ბლოკი „ვაშაძე, ჯაფარიძე- ახალი არჩევანი“ პაატა ბურჭულაძის მოძრაობას გაერთიანებას სთავაზობს