“საარჩევნო გარემო ნამდვილად არაკონკურენტული იყო მმართველი ფინანსური ნაკადიდან გამომდინარე” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “მაესტროს” ეთერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აფასებს.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა, თუმცა მისივე შეფასებით, რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს ის ახალი სტლი, რომელიც ამომრჩევლის ნების კონტროლად შეფასდა.

“არჩევნები ჩატარდა მშვიდ გარემოში, კარგია რომ არ იყო ძალადობრივი ინცინდენტები, ჟინვალში მომხდარი სადარდებელი ფაქტის გარდა. დანარჩენი ჩატარდა მშვიდად და ეს მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად იყო დარღვევები, რომელიც არის აღნიშნული, და იდენთიფიცირებული. მნიშვნელოვანია დარღვევების ამ ახალ სტილს, მოქალაქეებმა, სახელმწიფომ, რომელიც ააშენებს დემოკრატიას გასცეს პასუხი. იმედი მაქვს, რომ როგორც პოლიტიკოსების ასევე იმ არასამთავრობო თუ საერთაშორისო ინდივიდების აქტიურობით იქნება დაძლეული ეს ახალი ნოუ-ჰაუები, რომელიც ადმიანისტრაციული რესურსით იწყება და შემოიფარგლება… საარჩევნო გარემო ნამდვილად არაკონკურენტული იყო, გამომდინარე იმ ფინანსური ნაკადიდან რომელიც აქვს მმართველ პარტიას. ეს ყველაფერი არის ის რაც გვინახავს, რაც რეალობა იყო მანამდეც, მაგრამ ხდება ამის გადაძლევა”- აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სახელმწიფოს წარმატება დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად აკეთებს ის მსგავს დარღვევებზე რეაგირებას. მისი თქმით, “ქვეყანამ ადმიანისტრაციული რესურსის გამოყენებაზე უარი ჯერ-ჯერობით ვერ თქვა”.

banner
წინა სტატიაშიიხსნება თუ არა ბარსელონაში ცხინვალის დიპლომატიური წარმომადგენლობა?
შემდეგი სტატიაპატრულის მხრიდან მოხდა ძალის გადამეტება