სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული განაჩენი

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული გია სოსანაშვილის განაჩენი. სოფელ ყარაფილაში აფეთქების ორგანიზებისთვის სოსანაშვილს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით 20 წლით თვისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ბრალდებულის ადვოკატები არ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უზენაეს სასამართლოში მის გასაჩივრებას აპირებენ.

“შემდგომ ინსტანციაში, უზენაესში გავასაჩივრებთ აღნიშნულ განაჩენს. მგონი მივაღწევთ ჩვენს საწადელს იმიტომ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა,“ – განაცხადა გია სოსანაშავილის ადვოკატმა, სოსო ჯოგლიძემ.

banner
წინა სტატიაშიპოლიტოლოგი გია ნოდია ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებს ეხმაურება
შემდეგი სტატიაგარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგები დარიალის ხეობაში იმყოფებიან