საახალწლო განათებები – “ენმ” პროკურატურას მიმართავს

საახალწლო განათებებზე თბილისის ბიუჯეტიდან გაწეული დანახარჯის მიზნობრიობის გამოძიების მოთხოვნით, “ნაციონალური მოძრაობა” დღეს პროკურატურას მიმართავს. პარტიაში ეჭვობენ, რომ პირდაპირი შესყიდვის წესით, ტენდერის გარეშე ილუმინაციების შეძენა კორუფციული გარიგებებით მოხდა.

„ძალიან მარტივი საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაატაროს საქართველოს პროკურატურამ, უნდა დაადგინოს, როგორ მოხდა ამ კომპანიის გამორჩევა მილიონობით კომპანიისგან, რომელიც მსოფლიოში არსებობს და რაღა მაინც და მაინც იტალია და მილანი. ვისი პირადი კონტაქტებია, ვინ მოითხოვა ამ ხელშეკრულების გაფორმება და რატომ მოხდა ისე, რომ სამჯერ მეტი თანხა იხარჯება თბილისის განათებაში წელს, 3 მილიონი ლარი, ვიდრე დახარჯულა ოდესმე,“ – აცხადებს “ენმ”-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიუამინდობის გამო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი ხორავას 4 ნომერში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვნებს მოინახულებს