“სააკაშვილს საზღვარზევე ელოდება დაკავების პროცედურა”

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმაურება, რომელშიც სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტს, ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, ქართული საპატიმრო ელოდება.

“ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერი, რომლითაც ის ქართველ ხალხს მიმართავს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუ ის საქართველოში იპოვის ძალებს დასაქართველოში ჩამოვა.

მას ელოდება, რა თქმა უნდა, დაკავების პროცედურა საზღვარზევე და ქართული საპატიმრო, ვინაიდან ის არის ძებნილი და მის მიმართ დამდგარია არაერთი ინსტანციის მიერ ძალაში შესული განაჩენები, რომლებიც შეიძლება მან შემდეგ გადაასინჯინოს, როდესაც უკვე ქართულ საპატიმროში იქნება”, – განაცხადა წულუკიანმა.

სააკაშვილმა დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში წარსული შეცდომების გადააზრებაზე და საქართველოში დაბრუნებაზე ისაუბრა.

“ამ შვიდი წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ მე არ დავინტერესებულიყავი საქართველოს ამბებით და ვიცი ზუსტად, რომ ჩემს მუშაობას პრეზიდენტის თანამდებობაზე ფუჭად არ ჩაუვლია და ბევრი რამე, რაც ჩვენ შევქმენით, დღესაც შენარჩუნებულია და მუშაობს.

მაგრამ ამავე დროს, როდესაც საქართველოს ამბებს ვისმენ, ზუსტად ვხვდები და ვიცი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა! მე ვბრუნდები!”, – ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

სააკაშვილის ვიდეომიმართვას ქართული ოცნება Facebook-ზე გამოეხმაურა. პარტიის ოფიციალურ გვერდზე სააკაშვილის ვიდეო გააზიარეს, წარწერით – “Miha hamodiii”.

banner
წინა სტატიაში“„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ეს ნამდვილად არის შეთანხმების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი”
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წალენჯიხაში