სააკაშვილს არ ჰქონდა გეგმაში საზღვრის გარღვევა?

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში ვარაუდობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონდა გეგმაში 2017 წლის 10 სექტემბერს უკრაინის საზღვრის გარღვევა. ასეთი აზრი გამოთქვა სასაზღვრო სამსახურის რეგიონალური სამმართველოს მეთაურმა ვლადიმერ ეგოროვმა. კომენტარში, რომელიც მან გაზეთ “Ратуша” -ს მისცა აღნიშნა: “მაპატიეთ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა, რომ როცა სააკაშვილი ხელში აიტაცეს, იგი დაიბნა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მას არ ჰქონდა გეგმაში საზღვრის გადალახვა”. მან დასძინა, რომ სააკაშვილის მეუღლე და შვილი ნიდერლანდების მოქალაქეები არიან და მათ კანონიერად გადალახეს საზღვარი.

banner
წინა სტატიაშითურქეთი, ირანი და ერაყი, ქურთისტანზე ერთობლივ განცხადებას აკეთებს
შემდეგი სტატიაევროპის საბჭო მოუწოდებს რუსეთს ალექსეი ნავალნი არჩევნებზე დაუშვას