სააკაშვილმა უკრაინაში დიდი ანტიკორუფციული ფორუმი შეკრიბა (VIDEO)

6200 ადამიანი დაესწრო ოდესის გუბერნატორის მიერ შეკრებილ ანტიკორუფციულ ფორუმს, რომელიც სააკაშვილმა როგორც არაპარტიული საზოგადოებრივი მოძრაობა შექმნა, უკრაინის კორუფციისაგან განსაწმენდად, ნათქვამია უკრაინული მედიის ინფორმაციაში…

ფორუმი, რომელსაც ,,Рух за очищение Украины,, ეწოდება, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 6200 დელეგატი დარეგისტრირდა, რომელთა შორის ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და აქტივისტები არიან, რომლებიც სააკაშვილის მოწოდებას გამოეხმაურნენ.

ფორუმის დაწყებამდე მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ,,აქ უკრაინის საზოგადოების საუკეთესო ნაწილი შეიკრიბა  და ეს მხოლოდ დასაწყისია ამ შეკრებების… ამ ფორუმის ინიციატორებს სპეციალური ორგანიზება არ გაგვიკეთებია ამ ღონისძიებისთვის, არავისთვის ფული არ დაურიგებიათ, არც საკუთარი ხარჯებით მოუყვანიათ მონაწილეები შეკრების ადგილთან და რომ ამდენი ხალხი მოვიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინის საზოგადოებამ გამოიღვიძა და განახლებას თხოულობს,, საკაშვილმა აღნიშნა, რომ ის იწყებს დიდი მოძრაობას უკრაინული საზოგადოებასთან ერთად უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ და რეფორმების განსახორციელებლად.

ფორუმი ცნობილმა უკრაინელმა მომღერალმა რუსლანამ გახსნა, რომელმაც არამარტო ჰიმნი იმღერა, არამედ სიტყვითაც მიმართა შეკრებილებს.

ფორუმზე შეკრებილ მონაწილეებს სააკაშვილმაც მიმართა სიტყვით.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიქვეყანა შუა საუკუნეების ფეოდალური მეთოდებით იმართება
შემდეგი სტატიაvideo-კრიშტიანუ რონალდო საკუთარი სახლის ექსკურსიას სთავაზობს თაყვანისმცემლებს