სააკაშვილმა ოდესასთან მდებარე სოფელს “ნარკომანების ბუდე” უწოდა

უკრაინაში, ოდესის მხარეში მდებარე სოფელ ლოშინოვკა, სადაც 9 წლის გოგონა მოკლეს, ბუდეა, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ნარკოტკებით ვაჭრობა – ამბობს ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი.
მან თქვა, რომ სოფლის აღშფოთებული მოსახლეობის განწყობას იზიარებს, სადაც ბოშათა სახლების დარბევა მოხდა.
სააკაშვილის შესაფებით, სოფელში ნარკოტიკებით “ასოციალური ელემენტები ვაჭრობენ, რომლებიც იქ ცხოვრობენ… ჩვენ ფუნდამენტურად უნდა დავკავებულიყავით ამ პრობლემის გადაჭრით, ახლა კი, ეს აუცილებელია” – დაამატა გუბერნატორმა.

გუშინ, ოდესის მხარის სოფელ ლოშინოვკას მკვიდრებმა, ბოშათა სახლები 9 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ დაარბიეს.
“ეს ადრე, სამი წლის წინ უნდა გაგვეკეთებინა” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. სულ, დარბევებში 300-მდე ადამიანი მონაწილეობდა. კონფლიქტში პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლებაც ჩაერია. თავდამსხმელებმა 6-7 სახლი გაანადგურეს.

9 წლის ბავშვის სხეული, რომელსაც ექსპერტის თქმით, ძალადობის კვალი ემჩნევა, 26 აგვისტოს, სოფლის ერთ-ერთ მიგდებულ სახლში იპოვეს. პოლიციამ კინოლოგები ჩართო საქმეში, რომლებმად დამნაშავე იპოვეს. ის აღმოჩნდა 20 წლის ბოშა, რომელიც ლოშინოვკაში ცხოვრობს. სოფლის მოსახლეობის თქმით, ბოშები სოფელში სამი წლის წინ გამოჩნდნენ.

banner
წინა სტატიაშისაჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება
შემდეგი სტატია“საქართველომ და აზერბაიჯანმა 25 წლის განმავლობაში სამეზობლო ურთიერთობაში დიდი გზა გაირეს”