სააკაშვილმა კლიჩკოს შეთავაზებაზე უარი განაცხადა

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა კლიჩკოს შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

მედიაში გავრცელებულ ამ ინფორმაციას გამოეხმაურა ვიტალი კლიჩკო. როგორც თავად ვიტალი კლიჩკომ „ფეისბუქში“ აღნიშნა, სააკაშვილისთვის შეთავაზება, მისი პარტიის თავმჯდომარეობაზე, გულწრფელი იყო და მიზნად ისახავდა მხარში ამოდგომოდა რთულ ვითარებაში.

„ემოციის გარეშე ვკითხულობ ცნობებს „ფეისბუქში“ ჩვენი კავშირის შესახებ. მე ჩემი ჟესტი გავაკეთე. გულწრფელად და მეგობრული ურთიერთობის გათვალისწინებით“, – წერს კლიჩკო. იგი დასძენს, რომ თავის პოლიტიკურ გეგმებს არ ცვლის. კლიჩკო აცხადებს, რომ რთულ სიტუაციაში მყოფი სააკაშვილისთვის მხარში ამოდგომა გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ მისმა მომხრეებმა ეს იდეა არაერთგვაროვნად მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ კლიჩკოს შეთავაზების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მისი მომხრეების აზრს გაითვალისწინებდა. რა გადაწყვეტილება მიიღო სააკაშვილმა, ამის შესახებ ჯერ მას ოფიციალურად არ განუცხადებია.

banner
წინა სტატიაშიკარგი მოხელე უნდა გადადიოდეს ერთი მთავრობიდან მეორეში, მას არ უნდა აძახებდნენ სისხლიან რეჟიმს, არ უნდა იჭერდნენ – ბოკერია
შემდეგი სტატიამე კარგი ადვოკატიც ვარ და შეიძლება დაგჭირდეთ – გოცირიძე თურნავას