სააკაშვილის მრავალპროფილურ დასავლურ დაწესებულებაში გადაყვანა ევროპის კავშირის ერთ-ერთი პირობაა, ამას არც ოქსფორდის განათლება სჭირდება და არც სორბონის, კლინიკური იდიოტი უნდა იყო რომ არ გესმოდეს, რა გითხრეს ბრიუსელიდან

სააკაშვილის მრავალპროფილურ დასავლურ დაწესებულებაში გადაყვანა ევროპის კავშირის ერთ-ერთი პირობაა, ამას არც ოქსფორდის განათლება სჭირდება და არც სორბონის, კლინიკური იდიოტი უნდა იყო რომ არ გესმოდეს, რა გითხრეს ბრიუსელიდან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ვაშაძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილთან ქართულ პოლიტიკაზე არ უსაუბრია.

„მე და პრეზიდენტს გვაქვს შეთანხმება, საქართველოს შიდა პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობთ. პირველად რომ შევედი რუსთავის ციხეში, იმ დღიდან გვაქვს ეს შეთანხმება. არაფერი ქართულ პოლიტიკაზე ჩვენ არ გვილაპარაკია, ჩემს ერთადერთ ქალიშვილს გეფიცებით. ახლა რაზე ვილაპარაკეთ: უკრაინა, იტალიაში მთავრობის გადაყენება, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ამ თემებზე ვილაპარაკეთ. გარდა ამისა, ოჯახებზე. ვიდრე პრეზიდენტი თვითონ არ მეტყვის, პოზიციაც არ მაქვს ამ თემაზე. ქართულ პოლიტიკაზე რომ ვისაუბროთ, მაშინ მე და მიშამ უნდა დავიწყოთ ამაზე ლაპარაკი 2013 წლიდან და ამისთვის არც დრო და არც საჭიროებაა, მდგომარეობა მძიმეა. მდგომარეობა მძიმე იმიტომ კი არ არის, რომ ყურადღებას აკლებენ „ვივამედის“ ექიმები ან სამედიცინო პერსონალი, მძიმეა, რადგან ამ ადამიანს აქვს დაავადებების მთელი თაიგული, რომელიც გამწვავდა პატიმრობის დროს. შეიძლება, ჩვენ დავსხდეთ და დავიწყოთ უსაგნო დისკუსია, ეს ადრე ჰქონდა თუ ციხეში გაუჩნდა, ამას რა მნიშვნელობა აქვს. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამ პირობებში გაჩერება არ შეიძლება, წერტილი. ამის შემდეგ ჭკუა თუ გაგვაჩნია როგორც ერს, არ ვიზამთ, რომ კიდე ერთი პრეზიდენტი მოკვდეს საშინელ პირობებში. სააკაშვილის მრავალპროფილურ დასავლურ დაწესებულებაში გადაყვანა, ევროპის კავშირის ერთ-ერთი პირობაა, ამას არც ოქსფორდის განათლება სჭირდება და არც სორბონის. კლინიკური იდიოტი უნდა იყო რომ არ გესმოდეს, რა გითხრეს ბრიუსელიდან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე. თუ ხელი გაქვს აღებული ევროპაზე და თუ ხელი გაქვს აღებული ჩვენ მომავალზე, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, ვერბალურად რასაც არ უნდა ამტკიცებდე საწინააღმდეგოს, მაშინ ქართველი ხალხი სხვანაირ განაჩენს გამოიტანს. თუ რამეზეა საქართველოში კონსესუსი, ეს არის ჩვენს ევროატლანტიკურ მომავალზე“, – განაცხადა ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, არავინ შედის „ქართულ ოცნებასთან“ სამართლებრივ დისკუსიაში.

„ოცნებას“ არავინ ეუბნება, რომ ორი სუვერენული სახელმწიფოს არალეგალური კვეთა კარგი საქციელია, არავინ არ ედავება იმაზე, რა პირობებში აღმოჩნდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მაგრამ არც იმის სჯერა, რომ ეს სასამართლოს საქმეები, რომელიც შეთითხნილია და თითიდან გამოწოვილი, იმიტომ არის გაკეთებული რომ ამ ადამიანს სამშობლოში ჩამოსვლა არ შეძლებოდა, ეს მშვენივრად ესმით და ისიც, რომ ასე მოპყრობა იმ ადამიანის, ვისი ჯანმრთელობაც არის დანგრეული, არ შეიძლება. თავის გასამართლებელი საბუთი, ჩვენ ასეთი პატიმრები კიდევ გვყავს და რა ვქნათ, ამისთანა პატიმრები თუ გყავთ, ყველას უნდა ანალოგიური მიხედვა, სააკაშვილზე ნაკლები მიხედვა კი არ უნდა, შეიძლება სააკაშვილზე მეტი. ადამიანი, რომელიც დანაშაულს სიმძიმის მიუხედავად იმყოფება საპყრობილეში, იმ ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე პასუხს აგებს სახელმწიფო“, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – გუდაურის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფო 100-100 ათას ლარს გამოუყოფს
შემდეგი სტატიაზურაბ აზარაშვილი – უკრაინელ ლტოლვილებთან დაკავშირებით პოლიტიკოსებმა სპეკულაციებს თავი უნდა დაანებონ, დევნილების უდიდეს ნაწილს შესაბამისი დახმარებები უკვე დაერიცხათ