სააკაშვილის მიმართვა: გთხოვთ დართოთ ნება გიორგი მარგველაშვილს, მომინახულოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უფლებამოსილ უწყებებს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისთვის მის მონახულებაზე თანხმობის მისაცემად განცხადებით მიმართა.

“გთხოვთ, გამონაკლისის სახით, დართოთ ნება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, მომინახულოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში” – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

მიმართვის ადრესატები არიან:

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორი, ნიკა ცხვარაშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო​
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

banner
წინა სტატიაშიწერეთელი: მარგველაშვილის აქტივობაზე მე მხოლოდ პოზიტიურად შემიძლია ვისაუბრო, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების ჩართულობა საჭიროა ამ პროცესში
შემდეგი სტატია“წარმოუდგენელია პოლიტიკური თანხმობა ისე, რომ თანხმობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი არ იყოს პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საკითხი”