სააკაშვილის დაკავება უკრაინის პრემიერის საქართველოში ვიზიტის შედეგია- ბიბილაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებას, უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის შემდგარ გარიგებას უკავშირებს, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაზა ბიბილაშვილი. მისი თქმით, პირველი გარიგება პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტისას პოროშენკო-ივანიშვილს შორის შედგა და ამას მოჰყვა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა. მისი თქმით, ის რაც დღეს მოხდა, უკრაინის პრემიერის გროისმანის საქართველოში ვიზიტის შედეგია.

„არანაირი სხვა ინტერესი ივანიშვილის რეჟიმს გარდა იმისა, რომ შეუთანხმდეს სხვა კოლეგა ოლიგარქებს და ოლიგარქების მონებს უკრაინაში, უკრაინის მონებს არ გააჩნიათ. ისინი არ ხელმძღვანელობენ ხალხის ინტერესებით, ისინი არ ხელმძღვანელობენ სახელმწიფოებრივი ინტერესებით, მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, საკუთარი ხელისუფლება გაიხანგრძლივონ იმით, რომ ასეთი ადამიანები, ლიდერები რომლებიც ებრძვიან ოლიგარქებს, რომლებიც ებრძვიან მკვლელებს ჩამოაშორონ პოლიტიკურ ავანსცენას,“-განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკრიანის პრემიერ მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი საქართველოში გასულ კვირას იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილს დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვას ედავებიან
შემდეგი სტატიამდინარაძე: სააკაშვილი ყველანაირ ავანტიურას მიმართავს